ქუთაისში, ჭავჭვაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს ავტომობილი დაეჯახა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ორივე მათგანი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.