თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვისას ზაზა ბაქრაძემ განაცხადა, რომ ბუტა რობაქიძის დაკავების კადრების გადაღება 3-4-ჯერ მოხდა, რადგან დონაძეს არ მოსწონდა.
დაკავების კადრებში, ერთ-ერთ ბრალდებულს საათი უკეთია, რომელზე ჩატარებული ექსპერტიზითაც, საათზე 02:17 საათია დაფიქსირებული. ფირცხალავა დაინტერესდა, თუ როგორ ახსნიდა ბაქრაძე იმ ფაქტს, რომ იმ დროს ის წესით რესტორანში უნდა ყოფილიყო, თუმცა, ჩვენების დროს ამბობს, რომ შემთხვევის ადგილზე იყო და კადრების რამდენჯერმე გადაღება ხდებოდა.
ბაქრაძის განცხადებით, მას სროლის ხმა არ გაუგია და სცენა მისი თანდასწრებით არ გადაუღიათ.
ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს ედავებიან.