გორში,ქალაქის ცენტრში მდებარე ლომბარდის დაყაჩაღება სცადეს.
არსებული ინფორმაციით, ლომბარდის თანამშრომელმა საგანგაშო ღილაკზე თითის დაჭერა შეძლო, თუმცა პოლიციელების ადგილზე მისვლამდე თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.