საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა, რის გამოც, 29 მარტის 11:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
შეგახსენებთ, რომ ამავე გზის კმ134-კმ135 დარიალის ხეობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.