ახალი ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი ოპერირებას იწყებს. ავიაკომპანია თბილისიდან თელ-ავივის, მოსკოვის, სამარას, სანქტ-პეტერბურგის, ჟუკოვსკის მიმართულებით რეისების განახორციელებს გეგმავს. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2018 წლის 27 მარტს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანია ,,Myway Airlines“-ის განცხადება შევიდა თბილისი-თელ-ავივი-თბილისის, თბილისი-მოსკოვი-თბილისის, თბილისი-ჟუკოვსკი-თბილისის, თბილისი-სამარა-თბილისის და თბილისი-სანქტ-პეტერბურგი-თბილისის საჰაერო ხაზებზე რეგულარულ გადამზიდველად დანიშვნის თაობაზე.
„საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის 2012 წლის 6 აგვისტოს შეხვედრის ოქმის შესაბამისად, თითოეული მხრიდან შესაძლებელია სამი ავიაგადამზიდველის დანიშვნა.
საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლებებს შორის 2016 წლის 10 ივნისის ტექნიკური შეხვედრის ოქმის შესაბამისად, თითოეულ მიმართულებაზე, თითოეული მხრიდან შესაძლებელია სამი ავიაგადამზიდველის დანიშვნა”, აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.