ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოავალეობას „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გიორგი გოგიჩაიშვილი შეასრულებს.
მისი კანდიდატურა განიხილება თავმჯდომარის პოსტზეც.
„პროცედურებს ორი-სამი დღე დასჭირდება. რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს მერს, ასევე ფრაქციის თავმჯდომარეს ან საკრებულოს წევრთა 1/3-ს. განვიხილავთ 7 დღის ვადაში და ჩაინიშნება რიგგარეშე სხდომა და მოხდება ახალი თავმჯდომარის არჩევა. ერთ-ერთი კანდიდატურა თავმჯდომარის პოსტზე – ჩემი კანდიდატურაა. გადაწყვეტილება არ არის ჯერ მიღებული, ამას სჭირდება სიითი შემადგენლობის უმრავლესობის თანხმობა, გვექნება კიდევ კონსულტაცია და მივიღებთ გადაწყვეტილებას. დღემდე მერიასა და საკრებულოს შორის ყველანაირი ხიდი იყო ჩატეხილი, არანაირი ურთიერთობა არ იყო. ჩვენ ვგრძნობთ პასუხიმგებლობას, რომ ვართ ბორჯომის ხელისუფლებაში, აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ბორჯომი იყოს უკეთესი, ჩვენი მოსახლეობა ცხოვრობდეს უკეთესად და 4 წლის შემდეგ, იმ ხალხმა, ვინც ჩვენ ხმა მოგვცა, არ თქვან, რომ შეცდომა დაუშვეს“, – განაცხადა გიორგი გოგიჩაიშვილმა.
ცნობისთვის, ბორჯომში საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს.