ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე თანამდებობიდან გადააყენეს.
ფარულ კენჭისყრაში საკრებულოს 21-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 19-მა დეპუტატმა ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას დაუჭირა მხარი.
სხდომას "ნაციონალური მოძრაობის”, “ევროპული საქართველოს” და „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.
სხდომაში მონაწილეობას არ იღებდა “პატრიოტთა ალიანსის” სამი წევრიც.