ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე 37 წლის ქალის ცხედარი იპოვეს.
მაშველებმა გარდაცვლილი ქალი ბინაში აღმოაჩინეს.
მეზობლების ინფორმაციით, ქალი ბინაში ქირით ცხოვრობდა, რამდენიმე დღის განმავლობაში არ გამოჩენილა, რის გამოც, ბინის მეპატრონემ 112-ზე დარეკა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილს წინასწარი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.