ევროკავშირში საქართველოს პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოვება იგეგმება. ამის შესახებ საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შინგანა საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ განაცხადა. სხდომაზე ევროკავშირთან საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე იმსჯელეს.
„ძალიან ეფექტურია პოლიციის ატაშეების როლი ევროკავშირში, რომელთაც აქტიური თანამშრომლობა აქვთ ადგილობრივ პოლიციის ოფისებთან. ეს იმდენად წარმატებულია, რომ გადავწყვიტეთ ეს ქსელი კიდევ უფრო გავაფართოვოთ და სხვა ქვეყნებშიც გაიგზავნოს ატაშეები“, - განაცხადა შს მინისტრის მიადგილემ.