ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე მდებარე სახლის მეორე სართულიდან 40-წლამდე ასაკის მუშა სახურავის გამოცვლისას ჩამოვარდა და დაიღუპა.
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას დაშავებული აგონიურ მდგომარეობაში დახვდა, იგი რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავდათ და გზაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.