ქართველი მოდელი თათია ახალაია მილანში მიმდინარე მოდის კვირეულზე ვივეტას შემოდგომა-ზამთარი 2018 ჩვენებაზე გამოვიდა.
თათიამ უკვე მიიღო მონაწილეობა ლუჩიო ვანოტის ჩვენებაზე და წინ კიდევ რამოდენიმე შოუ ელის.
თათია ახალაია გახლავთ საერთაშოსისო სამოდელო კონკურსის Elite Model Look Georgia 2015-ის გამარჯვებული და “IC Model Management”-ის ტოპ მოდელი, რომელიც წინა სეზონებზე წარმატებით გამოჩნდა ისეთი ცნობილი ბრენდების ჩვენებებზე, როგორებიც არის Roberto Cavalli, Emilio Pucci, HERMES, MIU-MIU, Stella Jean, Narciso Rodriguez, Kate Spade, Jonathan Saunders, Grey Jason Wu.