ვაშინგტონის შტატში ახალ სარკინიგზო მაგისტრალზე პირველივე რეისი ტრაგედიით დასრულდა. მატარებელი სადგურიდან გამოსვლის შემდეგ 45 წუთში ხიდზე რელსებიდან გადავიდა. შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. მათგან 78 კლინიკებში რჩება. ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.