ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონის შტატში მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მატარებლის სულ მცირე ერთი ვაგონი ხიდიდან გადავარდა და ავტომაგისტრალს დაეცა.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა 4, ხოლო დაშავდა 70-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც პირსისა და თერსტონის ოლქების საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
მატარებელი კანადის ქალაქ ვანკუვერიდან ორეგონის შტატში მიემართებოდა.