სამხრეთ ოსეთის არაღიარებული ცენტრალური საარჩევნო კომისია რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე 9 საარჩევნო უბანს გახსნის. ამის შესახებ რუსეთის ელჩმა დეფაქტო ცხინვალში მარატ კულახმეტოვმა განაცხადა. მისივე თქმით 9-დან 5 უბანი უშუალოდ ცხინვალში გაიხსნება. საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 18 მარტს გაიმართება.