მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა. „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს კომენტარი მოსცა. სააკაშვილმა კიევში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და კულტურის სახლში მომიტინგეების შეჭრას უკრაინის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა.