ჰოლივუდელი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი სექსუალურ შევიწროვებაში კიდევ ერთმა ცნობილმა მსახიობმა დაადანაშაულა. ამჯერად მძიმე ბრალდება მას სალმა ჰეიკმა წაუყენა.
"ის არის აგრესიული მონსტრი. ის ჩემზე სექსუალურ ზეწოლას ახდენდა და მავიწროვებდა. ერთხელ კი მითხრა, რომ მომკლავდა,"-აცხადებს მსახიობი.
სექსუალურ სკანდალში ვაინშტეინი პირველად 3 თვის წინ გაეხვა. სექსუალურ ძალადობასა და შევიწროვებაში ის 80-ზე მეტმა ქალმა დაადანაშაულა.