კანადაში ავიაკომპანია West Wind Aviation-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინციდენტი გვიან ღამით ფონდ-დიუ-ლაკის რაიონში მოხდა. კატასტროფისას თვითმფრინავში 25 ადამიანი იმყოფებოდა. ისინი დაღუპვას გადაურჩნენ. რამდენიმე დაშავებული ახლომდებარე კლინიკებში გადაიყვანეს.