ტრაგიკული ინციდენტი კალიფორნიაში. ხანძარმა სან-დიეგოში დოღის 46 ცხენი იმსხვერპლა. ცხოველების გადარჩენას მწვრთნელი მარტინ ბელოკი შეეცადა, რომელმაც სხეულის მძიმე ტრავმები მიიღო. თავლაში 500-მდე ცხენი იმყოფებოდა. მათმა დიდმა ნაწილმა თავს გაქცევით უშველა.