უამინდობა გერმანიაში. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ქვეყნის რამდენიმე აეროპორტში რეისები გადაიდო. ფრანკფურტის აეროპორტში მთელი დღის განმავლობაში რეისები დაგვიანებით სრულდებოდა ან იდებოდა. დღის პირველ ნახევარში 267 რეისი გადაიდო. ანალოგიური ვითარებაა კელნის, ბონისა და დიუსელდორფის აეროპორტებში.