კიევში, შევჩენკოს ბულვარში, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოგვიანებით აქციის მონაწილეები ევრომაიდნის მიმართლებით მსვლელობას გეგმავენ.
მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები და მხარდამჭერები უკრაინის პრეზოდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტს მოითხოვენ.
სააკაშვილი წინასწარი მოთავსების იზოლატორში უვადო შიმშილობას აგრძელებს . სასამართლო პროცესი კი, სავარაუდოდ, ხვალ, 11 დეკემბერს გაიმართება.