მიხეილ სააკაშვილი უკრაინელებს მოუწოდებს, 10 დეკემბერს, მარშს შეურთდნენ და პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოითხოვონ – ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის იზოლატორთან შეკრებილებს სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩორნოლუცკიმ განუცხადა. ადვოკატმა მათ სააკაშვილის მიმართვა წაუკითხა.
„დაკავებული ვარ შეთითხნილი ბრალდებებით. ამით თქვენი დაშინება სურთ. არაფრის შეგეშინდეთ და გამოდით აქციაზე, ერთად დავიცვათ უკრაინა კორუფციისაგან.
ჩვენს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. მედგრად იყავით“ – აღნიშნულია სააკაშვილის მიმართვაშ
სააკაშვილის მხარდამჭერები კიევის წინასწარი დაკავების იზოლატორთან დგანან, სადაც სააკაშვილია გადაყვანილი. ისინი სამართალდამცეველებს ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევენ. ცოტა ხნის წინ მცირე დაპირისპირებაც მოხდა.
დაკავება კიევის ერთ-ერთ უბანში მოხდა. ეს ფაქტი სააკაშვილის მხარდამჭრებმა გააპროტესტეს და გვიან ღამით უსაფრთხოების სამსახურთან შეკრება დაიწყეს, რაც საბოლოოდ არეულობაში გადაიზარდა და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.