კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, თავდასხმისას, გაეროს სამშვიდობო ძალების 14 წევრი დაიღუპა. გაეროს წარმომადგენლის განცხადებით, მეამბოხეები თავს დაესხნენ გაეროს ბაზას კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და მოკლეს 14, დაჭრეს 53 მშვიდობისდამცველი.
,,რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, გაეროს პრესმდივნის მოადგილე ფარჰან ჰაყმა 8 დეკემბერს გამოაცხადა, რომ მსხვერპლის უმრავლესობას ტანზანიელები შეადგენენ. მან კონგოს მეზობელ უგანდაში გამაგრებული მეამბოხეები დაადანაშაულა თავდასხმის მოწყობაში. გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჟან-პიერ ლაკრუამ 8 დეკემბერს ტვიტერში დაწერა, რომ თანაუგრძნობს დაღუპულთა და დაჭრილთა ახლობლებს. გაეროს წარმომადგენლების ინფორმაციით, თავდასხმა 7 დეკემბერს, გვიან საღამოს მოეწყო ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში, რომელიც აღმოსავლეთში მდებარეობს.