ბრექსიტის შესახებ მოლაპარაკებებში გადამწყვეტი პროგრესი მიღწეულია, რითაც მოლაპარაკების პირველი ფაზა დასრულდა. ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
ამავე ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭომ 15 დეკემბერს მოლაპარაკებებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი უნდა დაადასტუროს, რის შემდეგაც დიალოგის მეორე ფაზა დაიწყება. დიალოგში მიღწეული პროგრესი ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ და ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან კლოდ იუნკერმაც დაადასტურეს.