დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ჩეჩნეტის ლიდერიც გამოეხმაურა. რამზან კადიროვის შეფასებით, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარება ისრაელს ომში დააბრუნებს. „ეს არის სრულიად არაადეკვატური გადაწყვეტილება, რომლითაც ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკების მონაწილე ქვეყნებს ზურგში დანა ჩასცა,"-აცხადებს კადიროვი.