დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადების შესახებ მხარდამჭერები გამოუჩნდა. ჩეხეტის პრეზიდენტმა თეთრი სახლის ლიდერის გადაწყვეტილებას სამართლიანი უწოდა. „ტრამპმა თავისი დაპირება შეასრულა, რითაც ძალიან გამახარა. მე ვიყავი პირველი, ვინც 4 წლის წინ ისრაელში ვიზიტისას იერუსალიმში ჩეხეთის საელჩოს გადატანის ინიციატივა დავაყენე. ეს რომ ასე მომხდარიყო, ამ საქმეში პიონერები ვიქნებოდით,“-აღნიშნა მილოშ ზემანმა.