მორიგი სკანდალი შეერთებულ შტატებში. დემოკრატი სენატორი ელ ფრანკენი სექსუალურ შევიწროვებაში ამხილეს. ბრალდების გამო კანონმდებელმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. სენატორს ბრალდება ჟურნალისტმა და ყოფილმა მოდელმა ლინტვიდენმა წაუყენა. სექსუალური ძალადობისა და შევიწროვების წინააღმდეგ კამპანია შეერთებულ შტატებში 3 თვის წინ დაიწყო. სკანდალის პირველი ფიგურანტი ცნობილი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი გახდა.