იერიუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების შესახებ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები აკრიტიკებენ. ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ვაშინგტონის ეს გადაწყვეტილება კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს შეუშლის ხელს. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა პალესტინა ისრაელს შორის მოლაპარაკებების აღდგენაზე უნდა იყოს მიმართული. პუტინისა და ერდოღანის თქმით, რეგიონში ვითარების ესკალაცია დაუშვებელია.