პალესტინაში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსის დაგეგმილი ვიზიტი გააუქმეს.
ქვეყნის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯიბრილ რაჯოუბმაგანაცხადა, რომ მაიკ პენსს პალესტინის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ.
შესაბამისად, მისივე თქმით, შეხვედრა, რომელიც დეკემბერში უნდა გამართულიყო, აღარ შედგება.
საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია თავად მაჰმუდ აბასს. დეკემბრის შუა რიცხვებში დაგეგმილი ვიზიტის დროს მაიკ პენსი ეწვევა ისრაელსა და ეგვიპტესაც.