კიევის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულ პირს სევერიონ დანგაძეს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. პროკურორების განცხადებით, დანგაძემ სააკაშვილთან შეთანხმებით, ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით მიმართა გაქცეულ ბიზნესმენ სერგეი კურჩენკოს, დაეფინანსებინა სააკაშვილი.
უკრაინის გენერალური პროკურატურამ 5 დეკემბერს, აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, სააკაშვილმა ,,იანუკოვიჩის ოლიგარქისგან“ ნახევარი მილიონი დოლარი აიღო გარკვეული გარანტიების სანაცვლოდ.
უკრაინული მედიის ცნობით, სერგეი კურჩენკო რამდენიმე ენერგოკომპანიასა და ბანკს ფლობდა. უკრაინელმა ოლიგარქმა ქვეყანა ევრომაიდანის ცნობილი მოვლენების შემდეგ დატოვა და ამჟამად რუსეთში იმყოფება.
აშშ-ის მთავრობამ, ევროკავშირმა და კანადამ სერგეი კურჩენკო შეიყვანა “შავ სიაში”, რომელშიც უკრაინის ხელისუფლების ის ყოფილი წევრები მოხვდნენ, რომელთაც 2014 წელს რუსეთის მიერ ყირმის ანექსიის ხელშეწყობასა და დონაბასში კონფლიქტში ჩართულობაში ადანაშუალებენ. უკრაინული მედიის ცნობით, კურჩენკოს უკრაინაში 10 საქმეზე აქვს წაყენებული ბრალი. მას ბიუჯეტიდან 18 მილიარდი გრივნის უკანონო მითვისებაში ადანაშაულებენ.
,,ჩვენ დავაფიქსირეთ რუსეთიდან დაახლოებით 500 ათასი აშშ დოლარის მიღება. ამ თანხის ნახევარი სპეცსამსახურებმა დანგაძისგან ამოიღეს“, - აცხადებენ პროკურატურაში.