ჰონდურასის პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვის წინააღმდეგი არაა. ამის შესახებ ხუან ერნანდესმა ადგილობრივ მედიას განუცხადა. საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ჰონდურასის საარჩევნო საბჭომ 26 ნოემბერს გამოაცხადა. მოქმედმა პრეზიდენტმა ოპოზიციის ლიდერს, სალვადორ ნასრალას ერთი პროცენტით მოუგო. ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და ბიულეტენების გადათვლას ითხოვს.