კიევის ცენტრში მიმდინარე დემონსტრაციაზე, პარლამენტს მოუწოდებენ, მხარი დაუჭიროს კანონპროექტს პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ.
ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, დემონსტრაციის ორგანიზატორია მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალ ძალთა მოძრაობა“ და აქციაზე შეიკრიბა 2500-მდე ადამიანი. სხვა წყაროები კი 5000-მდე დემონსტრანტზე იუწყებიან.
შეკრებილებს სააკაშვილმა მოუწოდა, რომ 10 დეკემბერს კიევის ცენტრში, დამოუკიდებლობის მოედანზე გამართონ აქცია, თუ პარლამენტარები არ შეასრულებენ მათ მოთხოვნას.