რუსებმა დეირ ეზ ზორი კიდევ ერთხელ დაბომბეს. ავიადარტყმების ამსახველი ვიდეომასალა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. შოიგუს უწყების მტკიცებით, საჰაერო დარტყმები დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე განხორციელდა. განადგურებულია ისლამისტთა იარაღის საწყობები, სამხედრო მანქანები და საწვრთნელი ბაზები. დაზუსტებული ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.