პაკისტანში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, პეშავარის უნივერსიტეტზე თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა, 37 კი დაშავდა. ტერორისტებმა კამპუსის ტერიტორიაზე შეაღწიეს და ცეცხლი გახსნეს. სპეცოპერაციის შედეგად ყველა თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანის რადიკალურმა დაჯგუფებამ აიღო.