ჩინეთის ქალაქ ტიანძინში, ცათამბჯენში ხანძარს ათი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავდა სულ მცირე ხუთი ადამიანი.
ჟურნალისტების ინფორმაციით, 38-სართულიან შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა გამართულად არ მუშაობდა. პოლიციამ პასუხისმგებელი პირები უკვე დააკავა.
ხანძარი შენობაში დღეს გამთენიისას გაჩნდა. ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილობირვი ხელისუფლება ჯერ მომხდარის მიზეზებზე ოფიციალურ ცნობებს არ ავრცელებს.