არგენტინული წყალქვეშა ნავი „სან ხუანი“ და მისი ეკიპაჟის 44 წევრი დაღუპულად გამოცხადდა. ოფიციალური განცხადება არგენტინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის წარმომადგენელმა გააკეთა, თუმცა სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე არ შეწყვეტილა.
სუბმარინი უკვე ორ კვირაზე მეტია გაუჩინარებულია.