იაპონიის იმპერატორი აკიჰიტო ტახტს 2019 წლის 30 აპრილს დატოვებს. გადაწყვეტილება სამეფო ოჯახის საკითხთა სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ მიიღო. კომისია არსებობის ისტორიაში პირველად შეიკრიბა. პირველად ხდება ისიც, რომ იმპერატორი ტახტს ნებაყოფლობით დატოვებს. შესაბამისი მოთხოვნით იმპერატორმა აკიჰიტომ ქვეყნის პარლამენტს 2016 წლის აგვისტოში მიმართა. გადაწყვეტილება კი კანონმდებლებმა თითქმის ერთწლიანი მსჯელობის შემდეგ მიიღეს. გადადგომის მოტივად 83 წლის იმპერატორმა ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. მისი გადადგომის შემდეგ იმპერატორის ტიტული 57 წლის ნარუჰიტოს გადაეცემა.