დნეპროპეტროვსკის ქალაქ ნიკოპოლის სასამართლო დარბაზში ორი ხელყუმბარა ააფეთქეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება. აფეთქებების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა 10 კი დაშავდა.
პროცესზე გასულ წელს მომხდარი მკვლელობის საქმე განიხილებოდა. ყუმბარები დარბაზში მოკლულის მამამ ისროლა. აფეთქების შედეგად ის თავად დაიღუპა. დაშავებულთა შორის ბრალდებულებიც არიან.