ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ კიმ ჩენ უნის ფოტოები გაავრცელა. სააგენტოს ცნობით, კორეის ლიდერი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდას დაესწრო. ფხენიანში აცხადებენ, რომ რაკეტას ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიის დაფარვა შეუძლია. ჩრდილოეთ კორეამ მორიგი რაკეტა 28 ნოემბერს ფხენან-ნამიდოს პროვინციიდან გაუშვა. რაკეტა იაპონიის ზღვაში, აომორის პრეფექტურის სანაპიროდან 210 კილმეტრში ჩავარდა.