მარსზე ასაშენებელი სახლები პროექტი გარკვეულია. აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის სააგენტოების მიერ დაფინანსებული კონკურსის - Mars City Design 2017 გამარჯვებული მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ინჟინრებისა და არქიტექტორების გუნდია.
მათ შექმნეს საცხოვრებელი სახლის მოდელი, რომელშიც მარსის მომავალი კოლონიზატორები იცხოვრებენ. Space-ის ინფორმაციით, მარსის სახლებს გუმბათის ფორმა აქვს, რომელიც ერთმანეთთან გვირაბებითაა დაკავშირებული. გუმბათები საიმედოდ დაიცავს ხალხს რადიაციისგან, ტემპერატურის ცვლილებისგან და მცირე მეტეორიტების ცვენისგან. თითოეული გუმბათი 50 ადამიანზეა გათვლილი.