თბილისში, ორთაჭალაში, ”მერსედესის” მარკის ავტომობილი ბორდიურს დაეჯახა. შეჯახების შედეგად მძღოლმა სხეულის დაზიანებები მიიღო. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ფეხი აქვს მოტეხილი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.