ქობულეთში, აღმაშნებელის გამზირზე, სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, დაკავებულია ერთი პირი.
ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.