ზიმბაბვეს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს და სამშობლოში სიკვდილი სურს. ამის შესახებ მან ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რობერტო მუგაბემ გადადგომამდე ოპოზიციისგან ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო. მისი 37 წლიანი მმართველობა ზიმბაბვეში სახელმწიფო გადატრიალებით დასრულდა. პრეზიდენტის უფლებამოსილებას ხვალიდან ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა შეასრულებს.