რუსეთში მოღვაწე ცნობილი სომეხი მსახიობის, არმენ ჯიგარხანიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, დიაბეტით დაავადებულ მსახიობს სიარული აღარ შეუძლია. გუშინ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც მსახიობის მეგობრები აცხადებენ, ჯიგარხანიანს ოჯახური სკანდალისა და ცოლთან განშორების შემდეგ თეატრში ცხოვრობდა.