ბრიტანეთი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ხუთეულში აღარ არის. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა განაცხადა. მისივე თქმით, ბრიტანეთმა ეკონომიკური მაჩვენებლებით მეექვსე პოზიციაზე გადაინაცვლა, მისი ადგილი კი ხუთეულში საფრანგეთმა დაიკავა. ხუთეულს კვლავინდებურად შეერთებული შტატები ლიდერობს, მეორე ადგილზე ჩინეთია, მესამე-მეოთხე პოზიციებს კი იაპონია და გერმანია ინაწილებენ.