უკრაინიდან ბელარუსის საელჩოს პირველი მდივანი გააძევეს. უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, დიპლომატმა უკრაინა უკვე დატოვა, თუმცა მისი ვინაობა არ სახელდება.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბელორუსში უკრაინელი ჟურნალისტი დააკავეს. პაველ შაიროკოს ბრალად ჯაშუშობა წაუყენეს და მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
20 ნოემბერს, უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი მინსკში, იგორ სკვარცოვი, ბელარუსში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. მიზეზი "უკრაინული რადიოს" კორესპონდენტის, პაველ შაროიკოს დაკავება გახდა, რომელსაც ჯაშუშობაში სდებენ ბრალს. ბელარუსის სუს-ში აცხადებენ, რომ სკვარცოვი მინსკში უკრაინის საელჩოს მრჩეველია.