დონალდ ტრამპმა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ 1 628 ტყუილი თქვა. ამის შესახებ გამოცემა ვაშინგტონ პოსტი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა პრეზიდენტის პოსტზე 298 დღე გაატარა. აქედან გამომდინარე, ის დღეში საშუალოდ 5-ნახევარ ტყუილს ამბობდა. როგორც ვაშინგტონ პოსტი წერს, თუ ტენდენცია გაგრძელდება, 2017 წლის ბოლოსთვის ტრამპს 2 ათასამდე ტყუილი ექნება ნათქვამი, პრეზიდენტობის ვადის დასრულებამდე კი ის 8 ათასამდე ტყუილს იტყვის.