ვენესუელაში ლენინს ძეგლი დაუდგეს. ვლადიმერ ულიანოვის ბიუსტი კარაკასში ბოლივარის პროსპექტზე აღმართეს. მანამდე ვენესუელის დედაქალაქში ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მე-100 წლისთავი აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიებას ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადუროც დაესწრო.