სლოვენიის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ბორუთ პოხარმა მოიპოვა. მას ამომრჩეველთა 52,94 პროცენტმა მისცა ხმა. სლოვენია საპარლამენტო სახემწოფოა. პრეზიდენტი ქვეყანას საერთაშორის არენაზე წარმოადგენს, უფლება აქვს პარლამენტს მთავრობის ხელმძღვანელის კანდიდატურა წაუდგინოს, დანიშნოს საპარლამენტო არჩევნები, დაამტკიცოს და ან გაძევოს ელჩები, შეიწყალოს მსჯავრდებულები, გადასცეს ჯილდოები. ამავდროულად ის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალიცაა, თუმცა უფლება არ აქვს დამოუკიდებლად გადააყენოს მთავრობა ან დაითხოვოს პარლამენტი.