უკრაინაში ფიზიკური და სექსუალური აგრესიის მსხვერპლი ყოველწლიურად 1,1 მილიონი ქალი ხდება. საგანგაშო სტატისტიკას ქვეყნის შს სამინისტრო აქვეყნებს. უწყების განცხადებით, ყოველდღიურად ქვეყნის მასშტაბით ქალებზე ძალადობის 350-მდე ფაქტი ფიქსირდება. ამასტან, პოლიციას დახმარებისთვის დაზარალებულთა 10-15 პროცენტი მიმართავს.