უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბლოკი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას მხარს არ უჭერს. ამის შესახებ ფრაქციის დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა.
დონბასის რეინტეგრაციის შესახებ კანონპროექტი უმაღლეს რადას დეპუტატმა ივან ვინნიკმა წარუდგინა.
პარლამენტი დოკუმენტს სავარაუდოდ ერთ კვირაში განიხილავს. დონბასის რეინტეგრაციის პროექტი რუსეთთან დიპლომატიური კავშირის გაწყვეტას ითვალისწინებს.